ჩოგბურთი

16:31 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალური მარათონი მელბურნში

ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტენ ვავრინკა ავსტრალიის ღია პირველობის ბოლო 3 გათამაშებაში ერთმანეთთან ხუთსეტიან მატჩებს ატარებენ. შარშანწინ მეხუთე, გადამწყვეტი პარტია სერბმა 10:8 მოიგო, შარშან შვეიცარიელმა 9:7 მოიგო, წლეულს კი მეხუთე სეტში “ნოლემ” “მშრალად” 6:0 იმარჯვა და ფინალში გავიდა. ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩი შოტლანდიელ ენდი მარეის შეხვდება.

ავსტრალიის ღია პირველობის შარშანწინდელი და შარშანდელი ჩემპიონების, ჯოკოვიჩისა და ვავრინკას დღევანდელი დაპირისპირება 7:6 (7:1), 3:6, 6:4, 4:6, 6:0 დასრულდა. მატჩი 3 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში სერბმა 5 ეისი, 7 ბრეიკი შეასრულა და ვავრინკასთან პირადი შეხვედრების ანგარიში 17:3 გახადა.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩს ოთხჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა, მარეი კი წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში სათამაშოდ მელბურნის როდ ლეივერის სახელობის კორტზე მეოთხედ გავა.

ვავრინკას დამარცხების შემდეგ “ნოლე” კმაყოფილებას ვერ მალავდა და განაცხადა, კვირას მარეის დასამარცხებლად ჩემი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოო.

0.115475