კალათბურთი

13:07 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ სტარზე” სათადარიგოთა ვინაობაც ცნობილია

“ატლანტა ჰოუქსის” წარმომადგენლები – ჯეფ ტიგი, პოლ მილსეპი და ელ ჰორფორდი, “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ლიდერები – კევინ დიურანტი და რასელ უესტბრუკი და “ჩიკაგო ბულსის” მცველი ჯიმი ბატლერი იმ კალათბურთელთა შორის მოხვდნენ, რომლებიც 2015 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩზე” რეზერვისტთა რანგში იქნებიან წარდგენილნი.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გუნდების სათადარიგო კალათბურთელები ლიგის მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგებით იქნა შერჩეული.

აღმოსავლეთის სათადარიგოები: ჯეფ ტიგი (“ატლანტა”), დუეინ უეიდი (“მაიამი”), ელ ჰორფორდი (“ატლანტა”), პოლ მილსეპი (“ატლანტა”), კრის ბოში (“მაიამი”), კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), ჯიმი ბატლერი (“ჩიკაგო”).

დასავლეთის სათადარიგოები: ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), ტიმ დანკანი (“სან ანტონიო”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), კრის პოლი (“კლიპერსი”).

აღსანიშნავია, რომ ტომპსონი, ბატლერი და ტიგი “ოლ სტარში” პირველად ითამაშებენ. მოსალოდნელია ისიც, რომ ძირითად ხუთეულში ტრავმირებულ კობი ბრაიანტს “პორტლენდის” გამთამაშებელი დემიან ლილარდი ანაც “საკრამენტოს” ცენრი დემარკუს კაზინსი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავის მატჩი” 15 თებერვალს ნიუ იორკის “მედისონ სქვერ გარდენში” შედგება.

0.130369