ფეხბურთი

12:47 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამომ” შეკრებაზე წამსვლელები დაასახელა და სპარინგები დაგეგმა

საფეხბურთო კლუბი ბათუმის “დინამო” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც 30 იანვრიდან 12 თებერვლამდე დარჩება. ამის შესახებ დინამოელთა პრესსამსახური იუწყება.

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა, რომელსაც ასლან ბალაძე ეხმარება, ხოლო შოთა ჭეიშვილი კონსულტაციას უწევს, იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ბელეკში ივარჯიშებენ.

მეკარეები: მიხეილ ალავიძე, შოთა მამინაშვილი, ლევან შოვნაძე;

მცველები: ბორის მახარაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ნიკა მგელაძე, ზურაბ ქათამაძე, ვაჟა ქორიძე, მირზა ფარტენაძე, კარენ მაკარიანი, გიორგი სეფიაშვილი;

ნახევარმცველები: თემურ შონია, ამირან მუჯირი, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ჭკუასელი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ნიკა დიასამიძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი კაშია;

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, ტატო აბუსელიძე, თამაზ მაქაცარია.

მიხეილ კაკალაძე, ნიკოლოზ აშბა და გელა გოგოტიძე ტრავმირებულნი არიან, რის გამო, შეკრებას დააკლდებიან. კლუბის ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს იური ალიფირენკოსა და რიჩარდ ტროფიმოვს, რომლებიც “დინამოში” აღიზარდნენ, სამწვთნელო შტაბი პირველ გუნდში თავის გამოჩენის შანსს უახლოეს მომავალში მისცემს.

რაც შეეხება საკონტროლო მატჩებს, „დინამო“ შეკრებაზე ოთხ სპარინგს გამართავს. პირველი შეხვედრა 2 თებერვალს, რუსული პრემიელიგის პერმის „ამკართან“ გაიმართება. 5 თებერვალს „დინამო“ უნგრეთის უმაღლესი ლიგის „სპარტაკუსს, ხოლო, 8 და 11 თებერვალს რუმინეთის უმაღლესი ლიგის გალათის „ოცელულს“ და სერბეთის უმაღლესი ლიგის „ოფკ“ ბელგრადს დაუპირისპირდება.

0.114552