პოლონეთის პირველი ლიგის საფებურთო კლუბ “ტიხი 71”-ში ქართველი ფორვარდი გიორგი სარჯველაძე ისინჯება. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sportowefakty.pl-ი იუწყება.
“ტიხის” პირველ ლიგაში 18 გუნდში მე-16 ადგილი უკავია, გუნდს პოლონეთის ნაკრების ყოფილი მცველი ტომაში ჰაიტო წვრთნის.
20 წლის ფეხბურთელმა “ტიხიში” ამხანაგური მატჩიც ჩაატარა მე-3 ლიგის “ნადვისლანთან”, რომელიც ჰაიტოს შეგირდებმა 1:0 მოიგეს. სარჯველაძემ მეორე ტაიმი ითამაშა.
პოლონური პრესის ინფორმაციით, ქართველი ცოტა ხნის წინ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონ B-ს ალიკანტეს “ჰერკულესში” ისინჯებოდა.
გასულ სეზონში სარჯველაძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის “სასკოში” თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი თბილისის “დინამო 2”-ში ჩაატარა, რომელიც აღარ არსებობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ასეთი უთავმოყვარეო ხალხი რამ გშობათ?! შე ჩე მი სა, ვისზე წერ?! პოლონეთის(!) მეორე დივიზიონის(!!)18 გუნდში 16 ადგილზე მყოფ გუნდში(!) ისინჯება!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სავაშ წესიერად გაერკვიე რომელი გუნდი რომელ დივიზიონშია და რამდენათ ჯობია საქართველოს ნებისმიერ გუნდს და მერე დაწერე შენი აზრი.პირიქით ახალგაზრდა მოთააშეებზე უნდა წერონ სიახლეები.და სარჯველაძეს რაც შეეხება 2წელი თამაშობდა ჰერკულესHი და შემდეგ რასინგში და მერე ჩამოვიდა სქართველოში და ერთი სეზონი ითამაშა სასკოში და დინამო 2ში
ეგაა მწარე რეალობა,