ფეხბურთი

10:40 | 30.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

Daily mail: შურლე „ვოლფსბურგში“ ითამაშებს

Daily mail-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსიმ“ და „ვოლფსბურგმა“ ანდრე შურლეს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და 24 წლის გერმანელი შემტევი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს, ხოლო „არისტოკრატები“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებენ.

წყაროს ცნობით, შურლე უახლოეს დღეებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ კი ხელს მოაწერს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც იგი გერმანულ კლუბში 2019 წლამდე დარჩება.

ანდრე შურლე „ჩელსის“ რიგებს 2013 წლის ზაფხულში „ლევერკუზენიდან“ შეუერთდა, მან პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში „არისტოკრატთა“ მაისურით 14 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.117996