ნიგერიელი ფორვარდი შოლა ამეობი სეზონის ბოლომდე “კრისტალ პალასში” ითამაშებს. ვეტერანი მოთამაშე გასული წლის მიწურულს თურქულ კლუბ “გაზიანთეფში” თამაშობდა, მიმდინარე თვეში თურქულ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით “კრისტალ პალასთან” სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
“აღელვებული ვარ აქ ყოფნით. მსურდა პრემიერლიგაში დაბრუნება და ეს სურვილი ავისრულე. იმედი მაქვს გუნდს დავეხმარები და პრემიერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. ჩემით “ნიუკასლიც” იყო დაინტერესებული, თუმცა საბოლოოდ “კრისტალ პალასში” გადასვლა ვარჩიე”, - აღნიშნა ამეობიმ “კრისტალ პალასის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
2000-2014 წლებში შოლა ამეობი “ნიუკასლში” თამაშობდა, 2008 წელს მცირე ხანი იჯარის წესით “სტოკში” გაატარა, ხოლო გასული წლის ზაფხულში თურქულ კლუბთან ნახევარი წლით გააფორმა კონტრაქტი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რანაირი ხარ