ფეხბურთი

19:48 | 29.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

მორისონი მოლაპარაკებას “ლაციოსთან” აწარმოებს

“ვესტ ჰემის” ნახევარმცველი რაველ მორისონი იტალიაში იმყოფება და რომის “ლაციოსთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. “სკაი სპორტის” ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა “ლაციოსთან” წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მოთამაშესა და რომაულ კლუბს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ფეხბურთელს “ვესტ ჰემთან” კონტრაქტი 2015 წლის 1-ელ ივლისს უმთავრდება, სავარაუდოდ ამ დრომდე მორისონი “ლაციოს” რიგებში განათხოვრების წესით ითამაშებს.

რაველ მორისონმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარ განათხოვრების წესით ჩემპიონშიფის კლუბ “კარდიფში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა.

0.062625