კახა მახარაძემ ტაშკენტის “ფახთაქორის” შემადგენლობაში დუბლი შეასრულა. თურქული შეკრების დასკვნით შეხვედრაში უზბეკებმა უნგრეთის “ჰალადაში” 2:1 დაამარცხეს.
პირველ ტაიმში უნგრელებმა ანგარიში თერთმეტმეტრიანიდან გახსნეს. 78-ე წუთზე, მახარაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და თანაფარდობა აღადგინა. 82-ე წუთზე მან მატჩში საბოლოო წერტილი დასვა.
2 თებერვალს “ფახთაქორი” თურქეთში მეორე შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც 5 თებერვალს ქუთაისის “ტორპედოს” შეხვდება.