ფეხბურთი

18:46 | 29.01.2015 | ნანახია 1581 - ჯერ

  “სუონსი” კორკით დაინტერესდა

“სუონსის” მთავარ მწვრთნელ გარი მონკს “საუთჰემპტონის” 25 წლის ნახევარმცველის ჯეკ კორკის შეძენა სურს. “საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის განცხადებით გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიიღოს და აირჩიოს დარჩება კლუბში თუ “სუონსში” გააგრძელებს კარიერას.

ინგლისელი ფეხბურთელი “საუთჰემპტონის” მაისურით ინგლისის პრემიერლიგაში მესამე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს უელსურმა კლუბმა “ტოტენჰემიდან” კაილ ნოტონი, “ექსეტერიდან” მატ გრიმსი და ლისაბონის “ბენფიკადან” ნელსონ ოლივეირა დაიმატა. იმ შემთხვევაში თუ “საუთჰემპტონთან” შეთანხმება შედგა, “სუონსისთვის” ჯეკ კორკი მეოთხე ახალი ფეხბურთელი იქნება.

საინტერესოა, რომ ჯეკ კორკის მამა ალან კორკი 1997-1998 წლებში “სუონსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

თეგებიჯეკ კორკი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 19.07.2016
forza lazio bamos real (147)

კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს

11:18 | 19.07.2016
deqstera_best_7 (1964)

წამო დინამოში

12:42 | 19.07.2016
რაჭა (10043)

ისე, კარგი იქნებოდა DDDD

10:18 | 19.07.2016
iloreli (2516)

კუბა რომაში მინდა

0.072281
1581