33 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი კალუ უჩე კარიერას “ლევანტეში” გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ვეტერანი მოთამაშე ამ დრომდე ყატარის ჩემპიონატის კლუბ “ალ რაინში” თამაშობდა, მიმდინარე თვეში კი კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ესპანეთის პრიმერადივიზიონში დაბრუნება გადაწყვიტა.
2011-2012 წლების სეზონში კალუ უჩე შვეიცარიულ “ქსამაქსში” ქართველი ფეხბურთელის ირაკლი ჩირიკაშვილის თანაგუნდელი იყო, ხოლო 2012-2014 წლებში “ქასიმფაშაში” თამაშისას მისი მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.
კალუ უჩეს ორ ესპანურ გუნდში უთამაშია. 2000-2001 წლებში “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდში ირიცხებოდა, 2005-დან 2011 წლამდე “ალმერიაში” თამაშობდა, 2012 წელს კი მცირე ხნით “ესპანიოლს” დაუბრუნდა.