ფეხბურთი

18:15 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატიპი მწყობრშია

გელზენკირხენის “შალკეს” მცველმა ჟოელ მატიპმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს.

23 წლის კამერუნელმა ნოემბრის მიწურულს ფეხი მოიტეხა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი გაიარა. ახლა ის მზადყოფნაშია და “რაპიდთან” 2:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღო.

“ყოველდღიურად ფეხი სულ უფრო უკეთ მაქვს. ტესტ-მატჩმა და საწვრთნელმა პროცესმა უპრობლემოდ ჩაიარა. როდის ვითამაშებ ბუნდესლიგაში ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვარჯიშებზე სრულად ვიხარჯები და ვიმედოვნებ, რომ გუნდს მალე დავეხმარები” - განუცხადა მატიპმა “შალკეს” ოფიციალურ საიტს.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში ჟოელმა 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111765