ფეხბურთი

18:00 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი და რაფინია “ბაიერნს” ორი კვირით გამოაკლდნენ

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი და ბრაზილიელი მცველი რაფინია გუნდის ვარჯიშზე დაშავდნენ და სავარაუდოდ ორი კვირის განმავლობაში მოუწევთ უქმობა. შესაბამისად, მათი თამაში ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ მატჩში “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ გამორიცხულია. ამის შესახებ ინფორმაციას “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ავრცელებს.

“ვოლფსბურგი”- “ბაიერნის” დაპირისპირება 30 იანვარს გაიმართება.

ფრანკ რიბერის გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გატანილი, ხოლო რაფინიამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.119816