ბელგრადის “პარტიზანის” 18 წლის სერბი ფეხბურთელი დანილო პანტიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ლონდონის “ჩელსის” პირველი შენაძენი გახდეს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 900 000 გირვანქა სტერლინგი სახელდება. ტრანსფერის განხორციელების შემთხევავში, ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მოთამაშეს იჯარის წესით “ვიტესში” გაანათხოვრებენ.
“დარწმუნებული ვარ არ მომიწევს ბელგრადში დაბრუნება, მაქვს იმედი ერთ ან ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა და ეს კვირა ჩემს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის”, – აღნიშნა ფეხბურთელმა “ნოვოსტისთან” საუბარში.
გასულ წელს პანტიჩის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” იყო დაინტერესებული, თუმცა სერბეთის 19-წლამდე ნაკრების მოთამაშის შეძენა ვერ მოახერხა.
მიმდინარე სეზონში “ვიტესში” ლონდონის “ჩელსის” სამი ფეხბურთელი იჯარის წესით თამაშობს. ესენი არიან: ბრაზილიელი ვალასე, ინგლისელი ჯოშ მაკეჩრანი და ბურკინა ფასოელი ბერტრანდ ტრაორე.