Nba.com-ის ცნობი,თ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა კობი ბრაიანტმა ოთხშაბათს მარჯვენა მხარზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც ბრაიანტის ექიმმა განაცხადა, კობის აღდგენისთვის 9 თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშანვს, რომ “შავი მამბასთვის” სეზონი ნაადრევად დასრულდა.
36 წლის კალათბურთელმა მხრის ტრავმა გასულ კვირას “ნიუ ორლეანთან” მატჩში მიიღო. კობი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 22.3 ქულას აგდებდა და 5.6 პასს აკეთებდა.