ფეხბურთი

16:20 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბაჰჩე” დე იონგით დაინტერესდა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ნახევარმცველის ნაიჯელ დე იონგის შეძენა სურს. თურქებს დე იონგის დამატება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აქვთ განზრახული.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელს “როსონერისთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თუ “მილანი” მას ახლა არ გაყიდის, ივნისში უფასოდ გასხვისება მოუწევს.

ნაიჯელ დე იონგი მილანურ გრანდში “მანჩესტერ სიტიდან” ორი წლის გადავიდა. მიმდინარე სეზონში 30 ფეხბურთელმა 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.140105