იტალიური “რომას” 23 წლის თავდამსხმელი მატია დესტრო დღეს “მილანის” ფეხბურთელი გახდება. ამის შეახებ “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება. კლუბებს შორის უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ახალგაზრდა ფორვარდი “სან სიროზე” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს. “მილანს” დესტროს გამოსყიდვა ზაფხულში შეეძლება.
იტალიის ნაკრების კანდიდატი ფეხბურთელი ლომბარდიის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
მატია დესტრომ წლეულს იტალიის ჩემპიონატში 16 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქეები 5-ჯერ დაამწუხრა.