როგორც “დეილი მეილი” იუწყება, “ბოლტონის” 26 წლის ნახევარმცველის ლი ჩუნგ იონგის შეძენით “სტოკ სიტი” და “ფიორენტინა” დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამხრეთ კორეელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2004 წელს “სეულში” დაიწყო, 2009 წელს კი კარიერა “ბოლტონში” გააგრძელა. მისი გუნდი 2012 წელს ინგლისის პრემიერლიგიდან გავარდა და მას შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფში თამაშობს.
აზიელმა მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო. “ბოლტონი” 27 ტურის შემდეგ 33 ქულით ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე იმყოფება.