თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ორივე ქართველმა ჩოგბურთელმა – ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ იმარჯვა.
მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უნგრელი რებეკა სტოლმარი 6:1, 6:2 დაამარცხა, ხოლო მე-6 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ რუს ნიკა კუხარჩუკს 6:3, 6:3 სძლია.
მათი მომდევნო მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი გორგოძე და ქვაცაბაია ჰოლანდიელ ჰუსაკს და სერბ სტამენკოვიჩს ეთამაშებიან.