ფეხბურთი

13:55 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კუოპიონ პალოსეურას” სირბილაძე აინტერესებს

ფორვარდი ირაკლი სირბილაძე, რომელიც 2012-2014 წლებში ფინურ ტურკუს “ინტერში” გამოდიოდა, მოლაპარაკებას ამავე ქვეყნის “კუოპიონ პალოსეურასთან” აწარმოებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი veikkausliiga.com-ი იუწყება.

“კუოპიონ პალოსეურას” გენერალურმა დირექტორმა იარმო ჰეისკანენმა ეს ფაქტი დაადასტურა, მაგრამ 32 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება უარყო:

“მიმდინარე კვირის ბოლოს სირბილაძე მოლაპარაკების საწარმოებლად ჩამოვა. ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჩვენი აზრით, ის საინტერესო მოთამაშეა”.

შარშან სირბილაძემ “ინტერში” 30 მატჩი ჩაატარა და ფინეთის ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა.

“კუოპიონ პალოსეურამ” ფინეთის ჩემპიონატის 2014 წლის სეზონი 44 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა და “ინტერს” 8 ქულით აჯობა.

0.116785