ფეხბურთი

13:18 | 29.01.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“ვესტ ჰემი” გომისით დაინტერესდა 

როგორც Daily mail-ი იტყობინება, “ვესტ ჰემს” 29 წლის ფრანგი ფორვარდის ბაფეტიმბი გომისის შეძენა სურს. სემ ელერდაისის გუნდში საფრანგეთის ლიგა 1-ში ნათამაშები არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობს, გომისის გადასვლის შემთხვევაში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“სუონსის” მოთამაშე, “ლიონიდან” უელსურ კლუბში გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა, თუმცა შედეგიანობით ვერ გამოირჩევა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 18 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გომისმა “ლიბერთი სტედიუმზე” “არსენალთან” გამართულ შეხვედრაში მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლი შეაგდო.

საინტერესოა, რომ ბაფეტიმბი გომისს მოპოვებული აქვს, როგორც ლიგა 1-ს, ასევე ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტულები, ამასთან საფრანგეთის თასის, ლიგის თასისა და სუპერთასის მფლობელია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:59 | 25.01.2016
BEERTRANCE (97819)

ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, ჰავანაშI პრობლემური წონები გვყავდა წაყვანილი მარტო

21:59 | 25.01.2016
federer (17) (15576)

ცუდად მაინც არ შევაფასებდი ჰავანას
მარგველამ ფაქტიურად გაინაღდა ოლიმპიადის ლიცენზიაა
ამ მომენტისათვის 34 პოზიციაზეა, მაგრამ პირველ 30 კაცში 4 იაპონელია და 4 რუსი, ასევე 2 მონღოლი 2 ფრანგი და იქედან გამომდინარე რომ ერთ ქვეყანას 1 კაცზე მეტი ვერ მიყავს წონაში 3-3 იაპონელი და რუსი გამოვარდება ასევე 1-1 მონღოლი და ფრანგი რაც კია ჯამში 8 კაცი და რეალურად მარგველა 26 არის ამ მომენტისათვის და 4 ადგილიღა აშორებს ლიცენზიას რასაც 1-2 გრამპრის ბრინჯაოც საკმარისი იქნებაა

12:13 | 25.01.2016
გარეჯი (3417)

ძიუდო ჯერჯერობით სწორად მიდის ქევხიშვილის და კიდევ რამდენიმე კაცის დამსახურებით ვინც ამ სპორტში ფულს ხარჯავს

10:55 | 25.01.2016
cicerona (436)

საით მივდივართ ვინმემ თუ იცით?

13:15 | 25.01.2016
federer (17) (15576)

არაფერი საგანგაშო აქ არ ყოფილა, სულ 3 კაცი გვყავდა ტურნირზე და ისიც პრობლემატური წონებიდან, თორე სხვა წონებში ჩვენი ბიჭები, რომ გამოსულიყვნენ მედლების რაოდენობაც შესაბამისი გვექნებოდაა

0.065824