ფეხბურთი

12:07 | 29.01.2015 | ნანახია 653 - ჯერ

ილარამენდი “ატლეტიკში” არ გადავა

როგორც AS-ი იუწყება, მადრიდის “რეალის” 24 წლის ფეხბურთელი ასიერ ილარამენდი ბილბაოს “ატლეტიკში” არ გადავა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად საუბრობდნენ ბასკის “ატლეტიკში” შესაძლო გადასვლის შესახებ, თუმცა ესპანური გამოცემის ცნობით, “რეალიდან” წასვლა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა იმ მოტივით, რომ “სამეფო კლუბის” სასტარტო შემადგენლობაში თამაში სურს და ამისთვის ბრძოლას აპირებს.

ილარამენდი “რეალ სოსიედადის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, უთამაშია ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, ხოლო 2013 წლიდან მადრიდის “რეალის” წევრია.

მიმდინარე სეზონში ესპანეთის პრიმერადივიზიონში “რეალმა” 19 მატჩი გამართა, ილარამენდიმ კი 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უმეტესად ცვლილებაზე უწევდა თამაში.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:03 | 29.01.2015
alejandro (44439)

ioska123
ჯერ ერთი ილარას წასვლით რეალი ერტდროულად ორ საყრდენს კარგავს,რადგან ხედირა ყველა ვარიანტში მიდის.
მეორეც ილარას საკმაო პოტენციალი გააჩნია რეალი თავი რომ დაიმკვიდროს და მიხარია რომ არ ნებდება.
მისი წასვლა კი რეზერვს ძალიან შეამცირებს.

13:15 | 29.01.2015
alejandro (44439)

კარგი ილო,ძმა ხარ!
შენი რეალიდან წასვლა არც მე მინდა!...

13:45 | 29.01.2015
ioska123 (1425)

Rato skams uxdeba tu skami uxdeba? ..codvaa nichieri bichia da unda wavides

13:11 | 29.01.2015
Lucky Luciano (3296)

აუ რა ცუდი ტიპია,მეთქი იმ პონტში არ წავიდა სოსიედადში რო აქ ნათამაშები თქო

12:30 | 29.01.2015
ioska123 (1425)

Unda wavides sadme.ase codvaa

12:29 | 29.01.2015
Pharrell (1884)

ამ ასაკის ფეხბურთელი,მითუმეტეს იმედისმომცემს რო გეძახიან და 2 წელი სკამს ხეხავ,საერთოდ უნდა აუკრძალო ასეთს ფეხბურთის თამაში.

0.117827