გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. მე-2 ეტაპზე შექმნილ ჟ ჯგუფში იტალიურმა კლუბმა ფრანგული “ლიმოჟი” 68:57 დაამარცხა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:51 წუთში კი 4 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 პასი მოაგროვა.
შერმადინმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
კანტუელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
შერმადინის კლუბს 2-2 მოგება-წაგება აქვს, შემდეგ მატჩს კი 4 თებერვალს ლიდერ “ხიმკისთან” (რუსეთი) გამართავს, რომელიც შინ 99:88 ჰყავს დამარცხებული.
G ჯგუფის სათავეში მოექცა ყაზანის “უნიკსი”, რომელმაც ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში სანკტ-პეტერბურგში “ზენიტს” 77:65 სძლია.
სტუმართა რიგებში 25 ქულით ამერიკელი კიტ ლენგორდმა გაიბრწყინა, ბერძენი კოსტას კაიმაკოღლუ კი იმით გამოირჩა, რომ 30:18 წუთში 6-ვე სროლა (5 სამქულიანი) ააცილა და თამაში 0 (!) ქულით დაასრულა.
“უნიკსს” 3 მოგება და 1 მარცხი გააჩნია, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, შინ, ფრანგულ “სტრასბურგთან” ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/74437-evrobasket-2015-ze-saqarthvelos-nakrebis-matchebis-chatarebis-saathe')>0?'http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/74437-evrobasket-2015-ze-saqarthvelos-nakrebis-matchebis-chatarebis-saathe':'http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/erovnuli-nakrebi/74437-evrobasket-2015-ze-saqarthvelos-nakrebis-matchebis-chatarebis-saathe'))
ჩვენთვის ხელსაყრელად არის გაწერილი დრო-სლოვენიაზე 6 საათით მეტი გვაქვს დასვენების დრო..
-მაკედონიაზე 3 საათით მეტი დრო გვაქვს დასვენებისთვის
-ხორვარებზეც 3 საათით მეტს ვისვენებთ
შედეგიანობას მოუკლო და დროც შეუმცირეს........
არც მარკოიშვილი თამაშობს თითქმის,ვერც შედეგიანობით გამოირჩევა სამწუხაროდ ...
არც სანიძე გამოირჩეოდა,ცოტას თამაშობდა და შედეგიანობაც მცირე...
იქნებ გამოიცვალონ კლუბები...
იმედია, გავლენ ჯგუფიდან...
15 წუთში არ არის ცუდი შედეგიი