ჩოგბურთი

1:19 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთეულებში დაასრულეს

ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ერთეულთა გათამაშება ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება. თამარ ჭალაგანიძემ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადეშივე დაასრულა, მარიამ ბოლქვაძე კი ძირითად ბადეში დამარცხდა.

ბოლქვაძე პირველ რაუნდში მე-8 ნომრად განთესილ ბელგიელ მარი ბენუას დაუპირისპირდა და 4:6, 4:6 წააგო.

წყვილებში ჭალაგანიძე და ესპანელი სანჩეს-კუინტანარი პირველი რეიტინგის მქონე ბულგარელ შინიკოვას და სლოვაკ სკამლოვას ვერ გაუმკლავდნენ.

რაც შეეხებათ ბოლქვაძეს და უნგრელ შლავიკოვიჩს, ისინი მეოთხედფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ხორვატულ-ესპანურ დუეტს (ნირიჩი-პარეს ასკოიტია) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091586