ჩოგბურთი

0:29 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ანტალიაში უდანაკარგოდ თამაშობენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის საწყისი რაუნდი ორივე ქართველმა ჩოგბურთელმა დასძლია.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად სოფო ქვაცაბაიამ იმარჯვა, ახლა კი, მას მხარი ეკატერინე გორგოძემაც აუბა.

პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჩინელი იინ ჟანგი 6:1, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უნგრელ რებეკა სტოლმართან ჭიდილი ელის.

ისიც ვთქვათ, რომ მე-6 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია ძალებს რუს ნიკა კუხარჩუკთან მოსინჯავს.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გორგოძე და ქვაცაბაია ჰოლანდიელ ჰუსაკს და სერბ სტამენკოვიჩს გაეჯიბრებიან.

0.115611