ფეხბურთი

22:37 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვესტ ბრომვიჩმა” მაკმანამანი შეიძინა

23 წლის შემტევი კალუმ მაკმანამანი კარიერას “ვესტ ბრომვიჩში” გააგრძელებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. მის სანაცვლოდ “უიგანმა” 4,75 მილიონი სტერლინგი მიიღო.

კლუბში ტონი პულისის მისვლის შემდეგ “ვესტ ბრომვიჩმა” პირველი ტრანსფერი განახორციელა. 57 წლის მწვრთნელმა მაკმანამანის შესახებ ისაუბრა.

“მოხარული ვარ მაკმანამანის დამატებით. ვფიქრობ მას შეუძლია გუნდის გაძლიერება, მას შეუძლია გუნდის შემტევი პოტენციალის გაუმჯობესება”, – აღნიშნა პულისმა.

კალუმ მაკმანამანი 2009 წლიდან “უიგანში” თამაშობდა. მისი კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩად 2013 წლის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი ითვლება. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად მაკმანამანი დასახელდა, მისმა გუნდმა კი გამარჯვება მოიპოვა.

0.114527