ფეხბურთი

21:06 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიჩი შესაძლოა “ჰამბურგში” დაბრუნდეს

გერმანული მედიის ცნობით, “ჰამბურგს” “ვოლფსბურგის” 35 წლის ხორვატი ფორვარდის ივიცა ოლიჩის დაბრუნება სურს, რაზეც წყაროს ცნობით, არც თავად ოლიჩია წინააღმდეგი. ხორვატს “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში ივიცამ 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ხორვატი “ჰამბურგის” ღირსებას 2007-წლიდან 2009 წლამდე იცავდა, სადაც 78 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117125