ფეხბურთი

19:46 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 მოურინიო 25 ათასი ფუნტით დაჯარიმდა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთის ასოციაციამ 25 ათასი ფუნტით დააჯარიმა. ამის მიზეზი “საუთჰემტონთან” გამართულ მატჩში მომხდარი ინციდენტია.

ჯერ კიდევ გასულ წელს, “საუთჰემპტონისა” და “ჩელსის” შორის გამართული შეხვედრის (1:1) დროს, მოურინიო არბიტრს ეკამათა, შემდეგ კი, მას პროფესიონალიზმი დაუწუნა. ინგლისში მსგავსი რამ არავის ეპატიება და გამონაკლისი არც “განსაკუთრებულია”, რომელსაც ჯარიმის სახით 25 ათასი ფუნტის გადახდა მოუწევს.

0.109309