ფეხბურთი

19:08 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაფტანში” გოგოლაძე და ფილიევი ისინჯებიან

ბელარუსის საფეხბურთო უმაღლესი ლიგის კლუბ ნოვოპოლოცკის “ნაფტანში” ვასიკო გოგოლაძე და შოთა ფილიევი ისინჯებიან. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი football.by იუწყება.

20 წლის თავდამსხმელმა გოგოლაძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი “დინამო 2”-ში გაატარა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

24 წლის შოთა ფილიევი ამპლუით თავდამსხმელია და საქართველოს პირველ ლიგაში მარნეულის “ალგეთში” თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი რუსეთის მეორე ლიგის იალტის “ჟემჩუჟინაში” გაატარა, სადაც 4-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081405