ფეხბურთი

18:35 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დარასელიამ შეკრებაზე წამსვლელები განსაზღვრა

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც თურქეთში ორკვირიან შეკრებას გაივლიან. ქუთაისელები 35-კაციანი შემადგენლობით ავტობუსით ტრაბზონში ჩავლენ, ხოლო იქიდან ბელეკში გადაფრინდებიან.

“ტორპედოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში შემდეგი მოთამაშეები მოემზადებიან:

მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი.

მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი.

ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკო კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე.

თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.

ქუთაისელებს დაუბრუნდა 24 წლის მცველი გივი იოსელიანი, რომელიც “ტორპედოში” 2011-2013 წლებში თამაშობდა. მიმდინარე სეზონი მან “ცხინვალში” დაიწყო, სადაც 15 მატჩი ჩაატარა.

“ტორპედო” ბელეკში შემდეგ გუნდებთან ისპარინგებს: 1 თებერვალს ყაზახეთის “ირტიშთან”, 7 თებერვალს უნგრეთის “დებრეცენთან”, 10 თებერვალს ბულგარეთის “ბოტევთან”. დარასელიას შეგირდები 4 თებერვალსაც ისპარინგებენ, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.

0.115118