არნემის “ვიტესის”კაპიტანი გურამ კაშია ევროთასებზე მოხვედრას ჰოლანდიის თასის მოგებით გეგმავს.
“თასის აღებით სეზონის გადარჩენა შეგვიძლია. ევროთასებზე მოხვედრა შეუძლებელია არაა, მაგრამ რთულია. ასე რომ, ჰოლანდიის თასის მოგებას უნდა ვეცადოთ. შარშან “ზვოლემ” ეს მოახერხა, წელს “ვიტესმა” რატომ ვერ უნდა შეძლოს. “გრონინგენთან” მატჩი ამის კარგი შესაძლებლობაა” – იუწყება ინტერნეტპორტალი telegraaf.nl-ი კაშიას სიტყვებს, რომლის “ვიტესი” ოთხშაბათ საღამოს ჰოლანდიის თასის 1/4-ფინალში სტუმრად “გრონინგენს” დაუპირისპირდება.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა “ვიტესის” ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელ პეტერ ბოშს შორის კონტრაქტის გახანგრძლოვების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებაზეც ისაუბრა:
“გულშემატკივრების იმედგაცრუება ჩემთვის გასაგებია. კლუბს შემტევი და სანახაობრივი თამაშის სტრატეგია აქვს. ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს და ლოგიკურია, რომ ახალ კონტრაქტზე ელაპარაკებიან. ასევე, მესმის, რომ ნაჩვენები შედეგები ქომაგებისთვის ძნელი მისაღებია. თუმცა, ეს მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არაა”.
კაშიამ “ჰერენვენთან” 1:4 წაგებული მატჩი კიდევ გაიხსენა და დასძინა, რომ გუნდს თამაშის გამოსწორება მართებს:
“ასე თამაში უბრალოდ არ შეიძლება. რაღაცის შესაცვლელად მიზეზი არსებობს. არაერთხელ გვითქვამს, რომ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უიღბლობის გამო დავმარცხდით. ეს თავის გასამართლებლად კარგი საბუთი არაა. ბურთით თამაშით ლიგაში ერთ-ერთი წამყვანები ვართ, მაგრამ უბურთოდ ბევრი პრობლემა გვაქვს. შედეგის მიღწევა თუ გვსურს დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ”.