ფეხბურთი

15:40 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სასამართლომ მერაბ ჟორდანიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

არნემის სასამართლოს “ვიტესის” ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და ქართველს, როგორც გუნდის საშინაო მატჩებზე დასწრება, ასევე ბაზაზე მისვლა კვლავ ეკრძალება.

2014 წლის მარტში ჟორდანია “ვიტესის” აღმასრულებელ დირექტორს იოს დე ვიტს თითების მოჭრით დაემუქრა. არნემელთა ჩინოვნიკმა სასამართლოში იჩივლა და კლუბის ექსმეპატრონეს ჰოლანდიის ჩემპიონატისა და თასის შეხვედრებზე “გელრედომზე” შესვლა 3 წლით აუკრძალა.

სამშაბათს გამართულ სასამართლოზე ქართველის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისმა კლიენტმა იხუმრა, მაგრამ ინტერნეტპორტალი gelderlander.nl-ი იუწყება, რომ მოსამართლის აზრით მუქარა სერიოზული იყო. მითუმეტეს, ჟორდანიამ იგივე გაიმეორა მიმდინარე წლის დეკემბერში.

0.127474