სხვა

14:28 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავიცვათ სპორტსმენები დოპინგისგან

დოპინგი მსოფლიო სპორტის გლობალური პრობლემაა. აკრძალულ პრეპარატებს სპორტსმენები ჩუმად თუ შეუგნებლად ყოველთვის იღებდნენ, მაგრამ ადრე თუ ეს ერთეული შემთხვევები იყო, ბოლო დროს სტატისტიკურმა მონაცემებმა აშკარად მოიმატა.

დოპინგი აქილევსის ქუსლად იქცა ქართული სპორტისთვისაც. ჩამოთვლას არ შევუდგებით, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე სპორტსმენის სისხლში დოპინგის კვალი აღმოჩნდა და დღესაც დისკვალიფიკაციას იხდიან. ჩვენდა საბედნიეროდ, ისინი ძალიან მკაცრადაც არ დაუსჯიათ და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა შეეძლებათ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მსგავსი შემთხვევები აღარ გამეორდეს.

ამიტომაც სეოკ-მა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და სპორტული მედიცინის ასოციაციამ პრევენციული ზომების მიღება გადაწყვიტეს, მითუფრო, რომ რიოს ოლიმპიადამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და თანაც წლეულს ძირითადი სალიცენზიო მარათონიც იწყება. ყოფილა შემთხვევები სპორტსმენებს თვითნებურად, ინტერნეტით გამოუწერიათ სხვადასხვა აკრძალული პრეპარატები, ისე რომ ამის შესახებ არაფერი ცოდნიათ. ამიტომაც, თავის მეტად დაზღვევის მიზნით, სახელმწიფომ შეიძინა ჭჰიტე ნიგჰტ იმპორტ-ის პრეპარატები, რაც ჩეხეთისა და სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტების მხარდაჭერითა და შუამდგომლობით გახდა შესაძლებელი.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა სეოკ-ის ოფისში ძალოსნობის, ძიუდოს, ჭიდაობის, ველოსპორტის, საწყლოსნო სახეობების წევრებსა და კანდიდატებს, ასევე ზამთრის სახეობების წარმომადგენლებს, პარალიმპიურ ფედერაციას და თბილისი 2015-ის ფესტივალის მონაწილე სპორტსმენებს გადასცა რამდენიმე თვის მარაგი ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატები, პროტეინები, ამინომჟავები, ვიტამინები, ენერგოტონიკები, კრეატინები და სხვა აუცილებელი პრეპარატები, რომლებიც გაკონტროლებულია საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს სიის მიხედვით.

www.geonoc.org.ge

0.113773