ფეხბურთი

14:03 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” “ბარსელონასთან” კოკეს და ტიაგოს მოისაკლისებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტიაგო და “ფურია როხას” შემტევი კოკე მადრიდის “ატლეტიკოს” “ვისენტე კალდერონზე” კატალონიის “ბარსელონასთან” ესპანეთის თასის გათამაშების მატჩში ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

კოკემ მეოთხედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა 22 იანვარს სრულად ჩაატარა, ხოლო ტიაგო განაცხადშიც კი არ ყოფილა. მადრიდელებმა “კამპ ნოუზე” მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგეს და 29 იანვარს რევანშის აღებას შეეცდებიან.

0.118219