ფეხბურთი

11:43 | 28.01.2015 | ნანახია 1063 - ჯერ

ინძაგი “მილანში” რჩება

რომის “ლაციომ” იტალიის თასის მეოთხედფინაურ დაპირისპირებაში “მილანი” სტუმრად 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კი “როსონერიმ” განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ფილიპო ინძაგი დაკავებულ თანამდებობაზე კვლავ დარჩება.

ბოლო დღეებში იტალიური მედია იუწყებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ “მილანი” თასზე “ლაციოსთან” წააგებდა, ინძაგის გუნდიდან წასვლა მოუწევდა. თუმცა, როგორც ირკვევა, “მილანის” პრეზიდენტ სილიო ბერლუსკონის და ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ინძაგის პოსტზე დატოვება გადაწყდა.

“მილანმა” ბოლო 6 შეხვედრიდან 4 წააგო და თითო-თითო მოგება და ფრე აქვს. გუნდი იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე 26 ქულით იმყოფება და როგორც ევროთასების, ასევე გასავარდნ ზონასთან 8 ქულა აშორებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:04 | 28.01.2015
Spaghetti (1521)

მე შემიძლია გითხრათ რომ ინძაგი არც ისე ცუდი მწვრთნელია როგორც ამას მისი მართლაც ცუდი შედეგები გვიჩვენებს... ძალიან მომწონს ის რომ მართლაც შემტევი ფეხბურთი სურს ათამაშო მილანს (მისი ყოფილი სათამაშო პოზიციდაან გამომდინარეც ალბათ) სხვა თემაა რომ ფეხბურთლების რესურსი არ აძლევს ხელს... რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მილანის არის არა მწვრთნელი, ფინანსური კრიზისი თუ სხვა არამედ არასწორად შერჩეული კონტიგენტი და არასწორად გაკეთებული აქცენტები ფეხბურთელებზე! ძალიან გული მტკივა მილანის ამ დღეში ყურება რომ მიწევს! იმედია სენიორ გალიანი ან გამოასწორებს სიტუაციას ან დატოვებს ტანამდებობას! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
P.S არ შეიძლება მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ასე დეგრადაცია, გამოფხიზლდით მილანის ბოსებო!!! ორი პარასკევის წინ შექმნილი გუნდები მეტოქედ არ აღგვიქვავენ რომ ჰკითხოთ.. (იცით რომელ გუნდებზეა საუბარი) Forza Milan

13:39 | 28.01.2015
baxt (1836)

Gunds arcerti varskvlavi ar yavs, marto chamocerili da sxva gundebis dacunebuli pexburtelebi, ras txoven indzagis, sashualo an sashualoze dabali donis pexburtelebidan egec normaluri shedegia, rasac debs.

13:09 | 28.01.2015
shotai-olimpi (2773)

ამან რა უნდა ქნას რაც გუნდი ყავს ყველაზე შემტევ სტილს თამაშობს მაგრამ არ გამოდის არაფერი ბებერი მექსე წელიწადში 4 მილიონს იღებს და მის მაგივრად უკეთესი ფეხბურთელის მოყვანა რომაა შესაძლებელი ნუთუ ვერ ხვდებიან? ეს ელ შაარავიც გასაშვებია ვერ გამოდგა რა იმედიც მასზე მქონდა ჯობია სანამ ფასი აქვს შევტენოთ ვიუნმეს ბალოტელივით!!!

13:04 | 28.01.2015
super (8) (1364)

ეხლა გატუზო ცადონ მესამე ზახოდზეე

13:19 | 28.01.2015
marca (2749)

= )))))))))))))))))))) მერე კოსტაკურტა

12:45 | 28.01.2015
baxt (1836)

Ar ushvelis amis casvla milans..

12:04 | 28.01.2015
BEERTRANCE (97819)

ჯობია წავიდეს, მილანის ლეგენდად შეიძლება ჩაითვალოს და არ უნდა გაიფუჭოს რეპუტაცია

11:58 | 28.01.2015
xavi1987 (4225)

თვითონ უნდა წავიდეს, მილანის ლეგენდაა და ამის გაგდება ტეხავს, თვითონ უნდა მიხვდეს და წავიდეს!

0.145925