ფეხბურთი

10:11 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე დიუსელდორფის "ფორტუნაში" ვარჯიშობს

"საბურთალოს" 18 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე დიუსელდორფის "ფორტუნაში" ვარჯიშობს. ამას გერმანული პრესა იუწყება. "საბურთალოსა" და "ფორტუნას" შორის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას საფუძველი შარშან ჩაეყარა, ამჯერად კი არაა გამორიცული, რომ კლუბებს შორის პირველი გარიგება შედგეს. ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ტაბიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა, ამჯერად კი 19-წლამდელებშია.

"გერმანიაში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო" – ამბობს ტაბიძე, რომლიც ძალიან მოსწონს "ფორტუნას" სპორტულ დირექტორ ჰელმუტ შულტეს. ამ კაცმა განაცხადა, რომ ტაბიძე ნიჭიერი ცენტრალური მცველია და ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როცა ვენის რაპიდში მუშაობდა (ანუ, წლინახევრის წინ).

"ფორტუნა" მეორე ბუნდესლიგის კლუბია. 2013-2014 წლების სეზონში ამ გუნდში ლევან ყენია გახლდათ.

0.109468