ფეხბურთი

1:53 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იტალიის თასსაც დაემშვიდობა

იტალიის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი დღეს ერთი შეხვედრით გაიხსნა. მილანში, ადგილობრივმა გუნდმა რომის “ლაციოს” უმასპინძლა.

“მილანს” რთული პერიოდი უდგას და ბოლო დროს ფილიპო ინძაგის გათავისუფლების შესახებ ხშირად და ხმამაღლა საუბრობენ. ქომაგები კი ადრიანო გალიანისა და სილვიო ბერლუსკონის საწინააღმდეგო ტრანსპარანტებს ტრიბუნებზე ჰფენენ.

“მილანმა” ვერც თასის გათამაშებაში ივარგა და ტურნირს უსახურად დაემშვიდობა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მატჩის 38-ე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს. საჯარიმოში ბურთი მილანელთა ახალგაზრდა მცველ ალბერტაცის ხელზე მოხვდა, რაც შეხვედრის არბიტრს შეუმჩნეველი არ დარჩენია. დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი გოლად “ლაციოს” არგენტინელმა ნახევარმცველმა ლუკას ბილიამ აქცია. “როსონერის” ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, თანაც მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა, მაგრამ ინძაგის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. სტეფანო პიოლის დამოძღვრილი “ლაციო” კი ნახევარფინალში მილანის “ინტერსა” და “ნაპოლის” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

“მილანი” – “ლაციო” 0:1 (0:1)

მილანი, “სან სირო”

“მილანი” (4-3-3): აბიატი; აბატე, ალექსი, რამი, ალბერტაცი (სუსო 81); მუნტარი (ჰონდა 51), მონტოლივო, პოლი (ვან გინკელი 79); ჩერჩი, პაცინი, მენეზი

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; კონკო (პერეირინია 83), მაურისიო (ბასტა 54), სანა, რადუ; ონაზი, ბილია, პაროლო; კატალდი (ნოვარეტი 46), კლოზე, კეიტა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 0:1 ბილია (38, პენ)

გაფრთხილება: რამი (64) - სანა (40. 45), პერეირინია (85)

გაძევება: სანა (45)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:5 გაფრთხილება: 1:3 გაძევება: 0:1

მსაჯი: ჯანლუკა როკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139297