ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში სტარტი აიღო 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც საქართველოს ღირსებას მარიამ ბოლქვაძე იცავს.
ქართველი ჩოგბურთელი თავდაპირველად წყვილთა შეჯიბრში ჩაერთო, სადაც უნგრელ შაბინა შლავიკოვიჩთან ერთად ირჯება. ქართულ-უნგრულმა დუეტმა საწყის რაუნდში ბრიტანულ-რუსულ წყვილს (ნჯოზე-ზოტოვა) 6:1, 4:6, 10:6 სძლია.
მეოთხედფინალში ბოლქვაძე და შლავიკოვიჩი მე-2 ნომრად განთესილ ხორვატ ნირიჩს და ესპანელ პარეს აზკოიტიას ეთამაშებიან.
ერთეულთა შეჯიბრში მარიამი პირველ შეხვედრას მე-8 რეიტინგის მქონე ბელგიელ მარი ბენუასთან ჩაატარებს.