ფეხბურთი

22:20 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბოლტონმა” როჩინა ინათხოვრა

ნილ ლენონის “ბოლტონში” 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დიეგო ფელიპე კოშტა როჩა ანუ იგივე როჩინა ჩაირიცხა. “ბენფიკას” საკუთრებაში მყოფი მოთამაშე სეზონის ბოლომდე ინგლისურ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. პორტუგალიელს “ბოლტონის” 20 ნომრიანი მაისური ერგო.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდულ გათამაშებაში როჩინამ 5 საგოლე პასი გააკეთა, 6 გოლი გაიტანა, ფინალში გასული მისი გუნდი კი “ბარსელონასთან” დამარცხდა.

საინტერესოა, რომ როჩინას “პორტოს,” “ფეირენსესა” და “ბოავიშტას” საფეხბურთო სკოლებში უთამაშია, 2012 წელს კი “ბენფიკას” ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა.

2012 წელს პორტუგალიის 17-წლამდე ნაკრებში ჩაატარა სადებიუტო მატჩი, ხოლო 2014 წლიდან 19-წლამდე გუნდის წევრია.

თეგებიროჩინა
0.112435