იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა “მილანის” ფრანგი მცველი ფილიპ მექსე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ფრანგმა ფეხბურთელმა “ლაციოსთან” წაგებული შეხვედრის მიწურულს (1:3) მეტოქის კაპიტან სტეფანო მაურიზე გაიწია და მას ხელითაც შეეხო.
ფილიპ მექსე ანალოგიური ქმედების გამო ადრეც არაერთხელ დასჯილა.