ფეხბურთი

21:30 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სტოკი” კატალონიური დუეტით ინტერესდება

ინგლისური “სტოკ სიტი” კატალონიური “ბარსელონას” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა.

Daily Star-ის ცნობით, ინგლისურ კლუბს “ბლაუგრანას” ორი ახალგაზრდა მოთამაშის ადამა ტრაორესა და სანდრო რამირესის იჯარით აყვანა სეზონის ბოლომდე სურთ.

19 წლის ტრაორეს “ბარსელონას” ძირითად გუნდში თამაში მხოლოდ 2-ჯერ მოუწია ესპანეთის თასზე და 1 გოლის გატანაც მოახერხა. ის კატალონიური გრანდის სარეზერვო გუნდში გამოდის და სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2-ჯერ აიღო მეტოქის კარი, ხოლო 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სანდრო რამირესს პირველ გუნდში თამაში გაცილებით მეტჯერ მოუწია, ვიდრე ტრაორეს. მას ძირითად გუნდში თამაშის პატივი 12-ჯერ ჰქონდა და 4 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. მეორე გუნდის რიგებში კი, ასევე 12 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

0.114306