ფეხბურთი

20:49 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტო”ო “სამპდორიას” ფეხბურთელია

კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო კარიერას გენუის “სამპდორიაში” გააგრძელებს. 33 წლის თავდამსხმელმა იტალიურ კლუბთან 2018 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ, რომელიც გასულ ზაფხულში შეუერთდა რობერტო მარტინესის გუნდს, სამედიცინო შემოწმება ახალ კლუბთან უკვე გაიარა.

“მას უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი აქ ყოფნა ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეტო’ოსგან დიდი ცოდნის მიღებაა შესაძლებელია, რადგან უმაღლესი დონის ფეხბურთს წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა. ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებთ” – აღნიშნა “ევერტონის” თავკაცმა რობერტო მარტინესმა.

აფრიკელს იტალიის სერია ა-ში 2009-2011 წლებში “ინტერის” მაისურით უთამაშია. ჟოზე მაურინიოს გუნდში იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო საერთაშორისო არენაზე ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო საკლუბო თასის მოპოვება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112751