ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა ამერიკულ გამოცემა “უოლ სტრიტ ჟურნალთან” საუბარში განაცხადა, რომ მომავალში MLS-ში თამაშს არ გამორიცხავს.
“აღიარების არანაირი პრობლემა არ მაქვს, მომავალში MLS-ში სიამოვნებით ვითამაშებდი”, - განაცხადა კასილიასმა.
33 წლის მეკარეს მადრიდული გუნდის გარდა დღემდე არსად უთამაშია. მიმდინარე სეზონში მან “ლა ლიგაში” 17 მატჩი ჩაატარა.