ფეხბურთი

19:08 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინაში” ოკამპოსი ახსენეს

ფლორენციის “ფიორენტინა” “მონაკოს” ახალგაზრდა შემტევის, ლუკას ოკამპოსის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას ფრანგული Le 10 Sport-ი ავრცელებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, “ფიორენტინას” ერთ-ერთი ლიდერი ხუან კუადრადო “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა. ფლორენციელებს კოლუმბიელის გაშვება არ უნდათ, მაგრამ “ჩელსი” თავისას არ იშლის და “იები” იძულებულნი არიან კუადრადოს შემცვლელის ძებნა დაიწყონ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ფიორენტინას” სამიზნეებს შორის “მონაკოს” არგენტინელი შემტევი ლუკას ოკამპოსიც მოხვდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 20 წლის ფეხბურთელი ძალების იტალიაში მოსინჯვის წინააღმდეგი არაა.

0.115425