ფეხბურთი

18:34 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ულისში” ქართველების სიმრავლეა

სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ლიდერმა “ულისმა” კონტრაქტი ირაკლი გეფერიძესთან, ირაკლი ჭეჟიასთან და ნიკა ფილიევთან გააფორმა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი armsport.am-ი იუწყება.

27 წლის გეფერიძე სოხუმშია დაბადებული და ამჟამად, რუსეთის მოქალაქეა. ბოლოს “სტროგინოს” შემადგენლობაში პლაჟის ფეხბურთს თამაშობდა. ვიდრე რუსულ პასპორტს მიიღებდა, საქართველოს 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

22 წლის მცველი ჭეჟია წარმოშობით გალიდანაა და გასულ სეზონში ტულის “არსენალში” გამოდიოდა. ის რუსეთის მოქალაქეა.

ფილიევი თბილისში დაბადებული და რუსული პასპორტი აქვს. მას 2013-2014 წლებში გორის “დილაში” 7 მატჩი ჩაუტარებია.

მათ გარდა, “ულისი” უახლოეს მომავალში კონტრაქტს მცველ ლევან ჯღარკავას დაუდებს, რომელიც მიმდინარე სეზონში ძერჟინსკის “ხიმიკში” გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის საშემოდგომო ეტაპზე “ულისში” სამი ქართველი: დავით ხურციძე, ზამირ ჯანაშია და გიორგი ხუბუა ასპარეზობდა.

0.117277