22 წლის ხორვატი ნახევარმცველი მარსელო ბროზოვიჩი კარიერას “ინტერში” განაგრძობს. მილანურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ცნობილი გახდა, რომ ბროზოვიჩი ზაგრების “დინამოს” საკუთრებაში რჩება და ის “ინტერში” არენდით ითამაშებს. არენდის ხელშეკრულება ორწლიანია და მისი ამოწურვის შემდეგ “ნერაძურის” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.