ფეხბურთი

17:45 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ალკასერს გაუხანგრძლივა

ესპანურმა “ვალენსიამ” ესპანეთის ნაკრების ნიჭიერ თავდამსხმელს პაკო ალკასერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

პაკომ “ლოს ჩესთან” ახალი კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.

21 წლის ფორვარდი “ვალენსიას” აღზრდილია და პირველ გუნდში 2010 წელს ჰქონდა დებიუტი. მან 2012/2013 წლების სეზონი “ხეტაფეში” ჩაატარა იჯარით და მშბოლიურ გუნდში დაბრუნდა, რის შემდეგაც ძირითადის ფეხბურთელად იქცა. პაკოს “ვალენსიას” რიგებში 63 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 22 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე გადაცემა მითვლილი.

მას ესპანეთის ნაკრებში დებიუტი გასულ სექტემბერს ჰქონდა და მას შემდეგ ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.127919