ფეხბურთი

17:29 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მანჩესტერისა” და “რეალის” ბასკი სამიზნე

როგორც “დეილი მეილი” იუწყება “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “რეალი” ბილბაოს “ატლეტიკის” 20 წლის ცენტრალური მცველის აიმერიკ ლაპორტეს თამაშით დაინტერესდნენ. ბასკი ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 31,5 მილიონი სტერლინგი დასახელდა.

ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა მცველის ნაკლად გამოუცდელობა მიიჩნევა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 20 წლის მოთამაშე ლა ლიგაში მესამე სეზონს ატარებს. მადრიდული კლუბი ლაპორტეს პეპეს შემცვლელად მოიაზრებს.

ლაპორტე ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში თამაშობს. მას ასევე უთამაშია საფრანგეთის 17 და 19-წლამდე ასაკობრივ გუნდებში.

2013 წლის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ლაპორტემ საფრანგეთის ნაკრების მაისურით გია ცეცაძის დამოძღვრილი საქართველოს 19-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა

0.11703