ფეხბურთი

17:03 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია დონეცკის “ოლიმპიკში” აღარ ისინჯება

გიორგი ფანცულაიამ საფეხბურთო კლუბ დონეცკის “ოლიმპიკის” შემადგენლობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი “ფუტბოლ 1” იუწყება.

21 წლის ფორვარდი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე “ზესტაფონში” გაატარა, “ოლიმპიკში” ისინჯებოდა. მან კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე დონეცკელთა რიგებში 3 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, “ოლიმპიკის” ხელმძღვანელობამ ფანცულაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზე წაყვანა იუარა.

0.131267