იტალიური გამოცემის “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, რომის “ლაციომ” გენუის “სამპდორიას” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო ბერგესიო შეიძინა. სამხრეთამერიკელი რომაელთა რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს, ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 4 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
“ლაციოს” ახლახან სერბი ფორვარდი ჯორჯევიჩი კარგა ხნით დაუშავდა და სტეფანო პიოლის გუნდმაც მის შემცვლელს მიაგნო.
ბერგესიომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში “სამპდორიას” მაისურით ერთი გოლის გატანა მოახერხა.