ფეხბურთი

15:46 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “უდინეზესთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში “ემპოლიმ”, რომელშიც ლევან მჭედლიძე გამოდის, სახლში “უდინეზესთან” 1:2 წააგო. საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ფორვარდი მიმდინარე სეზონში “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში მეოთხედ მოხვდა და 63-ე წუთზე შეცვალეს. სულ მჭედლიძემ ამ სეზონში ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. “ემპოლის” 19 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-16 ადგილზეა.

დანიის “ოდენსემ”, რომლის ღირსებას ლადო დვალიშვილი იცავს, გერმანიაში ადგილობრივ “ჰამბურგთან” ისპარინგა. მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო სასტარტოში მყოფი ქართველი ფორვარდი 53-ე წუთზე შეცვალეს.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ” ამხანაგური შეხვედრა პოლონურ ზაბჟეს “გურნიკთან” ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა. საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა უკრაინელთა რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა. ფორვარდმა გიორგი ალავერდაშვილმა, რომელი “გურნიკში” ისინჯება, პოლონელთა სასტარტოში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

0.113934